ხონში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა - ის მოტოციკლით ელექტრობოძს შეეჯახა. ფაქტზე სამძიმრის წერილს ხონის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს:
"ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა შეიწირა...
სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით — დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია.
გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ.
გთხოვთ ყველას — ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს!"