ხვალ თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

ხვალ თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

27-11-2025 17:06
კატეგორიები: პოლიტიკა RSS
პოსტი ნახა: 640

ხვალ, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორი მსვლელობაა დაგეგმილი. კერძოდ, 19:00 საათზე, მოქალაქეები თსუ-ის პირველი კორპუსიდან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი შენობიდან დაიწყებენ მსვლელობას.

20:00 საათიდან მოქალაქეები შეიკრიბებიან პარლამენტთან.

როგორც ცნობილია, აქციას შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები. აღნიშნული განცხადება მათ, სიმბოლურად სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს. აქცია-მსვლელობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან.



მსგავსი სიახლეები

6 საათის წინ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე. „ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს. „მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე