კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა“.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 31

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა“.

„თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. მე ევროპარლამენტში ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. ეს გვაწუხებს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

შსს - პარლამენტის წინ, კარავში ხანძარი გაჩნდა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა ადგილზე მყოფი გოჩა ბაშელიშვილი, რომან იაცენკო და დარეჯან ცხვიტარია - ამოღებულია დაზიანებული კარავი და გათავისუფლდა პერიმეტრი
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე