კობახიძე - 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის მერაბიშვილი

კობახიძე - 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის მერაბიშვილი

9 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 279

ჟურნალისტის კითხვას, შეუძლია თუ არა პრემიერს იმის გამორიცხვა, რომ აქციების დასაშლელად არ გამოყენებულა არც სხვა აკრძალული ნივთიერებები, როგორც ამას „კამიტის“ შემთხვევაში ამტკიცებენ, კობახიძემ უპასუხა: „მე ასე მგონია“.

„მე ასე მგონია, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობს დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს. არ იქნება სერიოზული, რომ მე წინ გავუსწრო გამოძიებას და გითხრათ ის თუ რამდენად აკრძალული ან არაკრძალული ნივთიერებები იყო გამოყენებული, უფრო სერიოზული იქნება თუ მოგიწოდებთ, რომ დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებისგან მივიღოთ პასუხი. გამოძიება დაიწყო და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ნივთიერებებს შეიცავდა ფხვნილი, როგორ შეიძლება მე ასეთი არასერიოზული განცხადება გავაკეთ და ვთქვა, რომ რაღაცას შეიცავდა და რაღაცას არ შეიცავდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პასუხისმგებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ ასეთი ნივთიერების არსებობა დადგინდა, ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა დადგება.

„2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია, თუ ასეთი რამე დადგინდა. არ გისურვებთ, რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოვლინდეს როგორც დამნაშავე ამ საქმეში", - განაცხადა კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე