კრემლთან კონტაქტის აღდგენის პროცესში ვართ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ჩვენ კონტაქტის აღდგენის პროცესში ვართ, რომელიც მომდევნო კვირებში მოხდება“, - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, მისი მიზანი მშვიდობის მიღწევაა, მაგრამ არა უკრაინის კაპიტულაციის ფასად.
„მოკლევადიან პერსპექტივაში, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ. არ გვსურს, რომ ეს მშვიდობა უკრაინის კაპიტულაცია იყოს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.