ლანჩხუთი კიდევ ერთ ემიგრანტს ემშვიდობება

ლანჩხუთი კიდევ ერთ ემიგრანტს ემშვიდობება

1 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 238

„This is ლანჩხუთის“ დამაარსებელი ნინია ბარამიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ ემიგრაციაში გარდაიცვალა სამოქალაქო აქტივისტის, ლუი ორაგველიძის დედა _ ირმა ცინცაძე.

„ლუი, ჩემო ყველაზე კეთილო გოგო, ბევრი წლის წინ გარდაცვლილი მამა როგორ გტკიოდა, როგორ გენატრებოდა და ახლა უკვე დედაც დაკარგე… სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს, არც კი ვიცი, როგორ განუგეშო, ვიზიარებ შენი ოჯახის ტრაგედიას – თქვენზე გადაყოლილი საოცარი დედის გარდაცვალებას, რომელმაც ორი ღირსეული ადამიანი გაგზარდათ შენ და დათუკა… მე მხოლოდ ინტერნეტით ვიცნობდი ირმა დეიდას და მივხვდი, როგორი ქალიც იყო… უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, მაპატიე, რომ ფიზიკურად ვერ ვარ შენს გვერდით ამ მძიმე წუთებში“ _ წერს სოციალურ ქსელში ნინია ბარამიძე, რომელიც ასევე ემიგრაციაში იმყოფება.

„ვაიმეე, რას ამბობთ, ლუი, არ მაქვს სიტყვები, შენი მონატრებული დედიკო… ვიცი, ახლა რასაც გრძნობ. ეს რა გავიგე, ჩემო ირმა და ხუტუნა, ერთად გტირით ორივეს, რა დაგემართა, ირმა ასეთი, ჩემო მონატრებულო. უფალმა მოიხსენიოს შენი სული“_ წერენ ახლობლები.

„გურია ნიუსი” მწუხარებით თანაუგრძნობს ლუი ორაგველიძეს დედის გარდაცვალების გამო.

რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი ლანჩხუთელი ემიგრანტი გარდაიცვალა _ 26 წლის დავით შაინიძე აშშ-ში სასწავლო კურსს გადიოდა.

იგი უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სოფელ არჩეულში და ორშაბათს დაკრძალავენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე