„ლელო-ძლიერი საქართველო" - ორი სოფლის, საქადაგიანოს და ციხისძირის დამაკავშირებელი ხიდი, სავალალო მდგომარეობაშია

„ლელო-ძლიერი საქართველო" - ორი სოფლის, საქადაგიანოს და ციხისძირის დამაკავშირებელი ხიდი, სავალალო მდგომარეობაშია

5 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება რეგიონი
პოსტი ნახა: 205

ორი სოფლის, საქადაგიანოს და ციხისძირის დამაკავშირებელი ხიდი, სავალალო მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას "ლელო-ძლიერი საქართველო" ავრცელებს. მათივე განცხადებით, საკმაოდ დიდ სიმაღლის ხიდი, რომელიც ორ მდინარეზე, ქსანზე და საფონოზე გადადის, ავარიულია, მოაჯირის უმეტესი ნაწილი მონგრეულია და ყოველდღიურად უამრავ ბავშვს რისკის ფასად უწევს ერთი სოფლიდან მეორეში, სკოლაში ფეხით სიარული.

"სახიფათოა მანქანებით გადაადგილებაც მითუმეტეს ღამით, როდესაც მოაჯირმოშლილი ხიდი გაუნათებელია.

სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი იმყოფებოდა. იგი ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ და ხიდის დროული შეკეთებისკენ მოუწოდებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ორი მუნიციპალიტეტის გზაგასაყარზე მდებარე, სახიფათო ხიდზე, ორივე თემი პასუხისმგებლობას იხსნის და მეორეს აკისრებს, საბოლოო ჯამში კი არც ერთი აკეთებს. მცხეთის და კასპის მერიაში ვერ გარკვეულან რომლის ტერიტორიას ეკუთვნის ხიდი", - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე