ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

4 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 279

პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

პოლიტიკოსის სხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა.

"ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის. მისი ღვაწლი ნამდვილად შეუფასებელია. ის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დროს, როდესაც იყო ძალიან დიდი შიშის სინდრომი, სააკაშვილის სადისტური რეჟიმის არა ადამიანური ქცევიდან გამომდინარე, მან გაბედა და ხმა აიმაღლა რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ ასეთი პატრიოტი ადამიანების ღვაწლი და ბუნებრივია, ეს არის დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, პარლამენტის მეხუთე და მეექვსე მოწვევის წევრი იყო. არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 2008 წლის არჩევნებზე.

ფოტო: 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე