აპატიმრებინებს ოქრუაშვილს, ადამიანს, რომლის პარტიაშიც იყო - უბრალოდ მინდა ვუთხრა, არ გრცხვენია, რას აკეთებ?, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ხალხის ძალის“ დეპუტატს, სოზარ სუბარს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“.
მან ისაუბრა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სოზარ სუბარი „აქამდე რომ არის დასული, ყველაფერზე მოაწერინებენ ხელს“.
„ყველაზე ამაზრზენი კომისიის წევრი არის ეს ადამიანი[სუბარი], რომელიც ოქრუაშვილს აპატიმრებინებს, ადამიანს, რომლის პარტიაშიც იყო. ყველამ იცოდა, რომ სოზარ სუბარი იყო პირდაპირი მნიშვნელობით ოქრუაშვილის ხელის კაცი, ხელის ბიჭი. უბრალოდ, მინდა ვუთხრა, არ გრცხვენია, რას აკეთებ?
ცხოველი გაცილებით უფრო პატიოსანია, ვიდრე ეს ადამიანი. ხელის კაცი იყო ყველაფერში, მოსამსახურე იყო ოქრუაშვილის და დღეს იჭერს ირაკლი ოქრუაშვილს. შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდვია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ასევე გადაცემაში ლევან გოგიჩაიშვილმა ისაუბრა ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე,
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პროცესი მისასალმებელია, რადგან „ქართული ოცნება“ „შიგნიდან აფეთქდება“.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ზუსტად ვიცით შიდა მიმდინარე პროცესი. მე მივესალმები იმას, რომ ეს პროცესი მიდის „ქართულ ოცნებაში“ და კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი აკეთებს ძალაუფლების კონცენტრაციას. იმიტომ მივესალმები, რომ ეს ადამიანები შიგნიდან აფეთქდებიან. თქვენ არ იცით, ამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება როგორია. ისინი იმ ადამიანებთან შედიან კონფლიქტში, ეს შეურიგებელი პროცესი იქნება. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შიგნით მარტივად დალაგდება, მაგრამ ეს ასე არ არის. არც მეტს შეავიწროებს კობახიძე და მდინარაძე „ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურას საკუთარი ინტერესებით, ეს ჩემთვის მისასალმებელია. გარე წინააღმდეგობა იწვევს ამ პროცესს. გარედან წნეხი მათ აიძულებს, ჰქონდეთ რეაქცია და ესაა მათი რეაქცია და ეს ძალიან კარგია. შიგნით ამის გამო დიდი პრობლემებია. აწყობილი ინფრასტრუქტურა ინგრევა და ახალი ან შეიქმნება, ან არ შეიქნება, ან მოესწრება, ან არ მოესწრება. კობახიძე ანგრევს და უნდა, რომ თავისი ააშენოს, ამ პროცესში „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, სუსტდება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.