ლევან ხაბეიშვილი - ნახევარი სახე წამართვეს და ერთი კაცი არ არის დასჯილი, სილის გაწვნის გამო, დასაჯონ ქალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს

ლევან ხაბეიშვილი - ნახევარი სახე წამართვეს და ერთი კაცი არ არის დასჯილი, სილის გაწვნის გამო, დასაჯონ ქალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 183

ეს არის აბსოლუტური სირცხვილი, რაც რეჟიმმა გააკეთა, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ ბუმერანგივით დაუტრიალდება რეჟიმს და ირაკლი დგებუაძეს ეს უსამართლობა.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თანამდებობის პირმა იწუწუნა, იტირა, სილა გამაწნა, მეტკინა, ლოყა გამიწითლდაო და ამის გამო, ციხეში ჩააგდეს ადამიანი. ეს წარმოუდგენელია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემგან კომენტარს იღებთ, ნახევარი სახე წამართვეს და ერთი კაცი არ არის დასჯილი და სილის გაწვნის გამო, დასაჯონ ქალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. არათუ თანამდებობის პირს, ვინმე კაცმა იჩივლოს, რომ ქალმა ლოყაზე გამითათუნა და მოდით ახლა, ციხეში ჩააგდეთ ეს ქალიო, ასეთი რამ არავის უკადრია. ეს არის აბსოლუტური სირცხვილი, რაც რეჟიმმა გააკეთა. მზია ამაღლობელს ამით არაფერი დააკლდება, ადამიანურად და მორალურად ყველამ ვნახეთ მისი მტკიცე ხასიათი. ის რეჟიმს არ შეუშინდა, თუმცა, ვწუხვარ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ესეც არაფრად არ აინტერესებს ივანიშვილს, არ აინტერესებს, მათ შორის მისი მხედველობის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ, ბუმერანგივით დაუტრიალდება რეჟიმსაც და იმ კონკრეტულ ე.წ. პოლიციელსაც ვერ ვეძახი, კაცუნას, გვარად დგებუაძეს ეს უსამართლობა",-განაცხადა ხაბეიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე