ლევან ხაბეიშვილი - საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან - რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია!

ლევან ხაბეიშვილი - საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან - რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია!

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან, ზუსტად იციან, როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ - რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია,- ასე ეხმაურება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

„კადიროვის გროზნო და ივანიშვილის თბილისი. ბანდფორმირებები, ნიღბიანები, შავ ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები.

საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან, ზუსტად იციან - როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ.

შიგნით, საკუთარ ბანდას, ჯგუფს აჩვენებენ, რომ ძლიერად არიან და ჯერ კიდევ აქვთ ძალისმიერი მეთოდების თავი.

ამას აყურებინებენ თავიანთ დამონებულ-დაჩმორებულებს, რომ არ დაიწყოს ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევა!

რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია! კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით! - ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ“,- წერს ხაბეიშვილი.

პროკურატურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს „ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკება“.

პოსტი ნახა: 22


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე