ლევან მახაშვილი - მზად ვართ „ფარა“ გავაუქმოთ, თუ ამერიკელებიც გააუქმებენ

ლევან მახაშვილი - მზად ვართ „ფარა“ გავაუქმოთ, თუ ამერიკელებიც გააუქმებენ

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 154

„კანონების ჯაჭვი იყო პასუხი პრობლემებზე, რომელიც საქართველოში არსებობდა და დღემდე არსებობს - ეს არის პოლიტიკური „შავი ფულის“ ტრიალი, არჩევნებში ჩარევის მცდელობები, პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემაზე ფარული გავლენების მოხდენის მცდელობა. სწორედ ამ პრობლემაზე პასუხი იყო „ფარაც“, „გამჭვირვალობის კანონიც“, „გრანტების კანონიც“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებები“. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ეს ძირეული პრობლემები მოგვარდება, თუ არის იმის რესურსი, რომ დიალოგის გზით დარეგულირდეს ის, რომ „შავი ფული“ არ ტრიალებდეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ კანონებს გადავხედოთ, მაგრამ იქამდე, ვიდრე „შავი ფული“ იქნება ერთ-ერთი ბერკეტი და ინსტრუმენტი, რომ საქართველოში არიონ პოლიტიკური პროცესები, ბუნებრივია, ამ კანონებს ექნება არსებობის საფუძველი და ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ მის გადახედვას. „ფარა-ზე“, გარდა იმისა, რომ ჩვენთან შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მზად ვართ „ფარაც’ გავაუქმოთ, თუ ამერიკელებიც გააუქმებენ „ფარა-ს“, თუ ჩათვლიან, რომ „ფარა“ მათ დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება“ , - განაცხადა მახაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე