ლევან სანიკიძე გახარიას პარტიაზე - გადამწყვეტ მომენტში ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ, რითაც ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა - ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია

ლევან სანიკიძე გახარიას პარტიაზე - გადამწყვეტ მომენტში ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ, რითაც ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა - ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 387

გახარიას „ლუზერთა რაზმი“ ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა - ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის შესახებ.

მისი თქმით, „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოპოზიციას დაუშვია.

„გახარიას ლუზერთა რაზმი ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა. თბილისმა პანღური დაადო , „ნაცებმა“ მათივე ამომრჩევლის ნახევარი გადავურწმუნეთ, ლიდერი ემიგრაციაში გაიხიზნა - ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ. ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას. ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია. პარლამენტის წევრების, ფრაქციის თანამშრომლების და პარლამენტის წევრის ასისტენტების ხელფასებზე ხართ დახურდავებულები ძვირფასო თანამოქალაქეებო. „ქოცებზე“ უარესებად მიმაჩნდით და მიმაჩნიხართ გერმანიაში გაქცეული ლიდერის მოთაყვანე გოგონებო - ღიად სამშობლოს ღალატი უფრო ნაკლები საფრთხეა, ვიდრე ის ,რაც თქვენ ჩაიდინეთ.

ცალკე საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო“ იმ ხალხზე, რომელთან ერთად დგომასაც ფარნავაზი-ქუჯის შემდეგ ყველაზე დიდ ქართულ გაერთიანებად გვასაღებდით?“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე