ლიბიის პრემიერ-მინისტრის, აბდულ ჰამიდ დბეიბეჰის განცხადებით, თურქეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ლიბიის არმიის მეთაური დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ლიბიის პრემიერ-მინისტრის, აბდულ ჰამიდ დბეიბეჰის განცხადებით, თურქეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ლიბიის არმიის მეთაური დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

24-12-2025 10:43
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 145

ლიბიის პრემიერ-მინისტრის, აბდულ ჰამიდ დბეიბეჰის განცხადებით, თურქეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ლიბიის არმიის მეთაური დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გენერალი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი და კიდევ ოთხი ადამიანი სამშაბათს საღამოს თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან Falcon 50-ის ტიპის თვითმფრინავით მიფრინავდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ბიზნეს-თვითმფრინავთან სიგნალი აეროპორტიდან აფრენიდან დაახლოებით 42 წუთის შემდეგ დაიკარგა.

ტრიპოლისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა კავშირის დაკარგვამდე საგანგებო დაშვება მოითხოვა. თვითმფრინავის ნამსხვრევები მოგვიანებით ანკარის სამხრეთ-დასავლეთით იპოვეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

გენერალი ჰადადი და მისი გუნდი თურქეთში ორ ქვეყანას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე