ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა

ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა

22-05-2025 12:22
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 246

ლიეტუვამ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმი გაუუქმა.

როგორც სააგენტო Delfi იუწყება, ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო.

ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს.

ცნობისთვის, ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი 8 მაისს გააუქმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე