მაკა ბოჭორიშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

04-02-2025 19:03
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 366

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სალმან  აბდულრაჰმან ალ შეიხს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას  შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

„ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების დადებით დინამიკას.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთის საკოორდინაციო საბჭო მალე შეუდგება მუშაობას, რაც  გააძლიერებს და ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის.

ხაზი გაესვა საქართველოსა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელებას მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ასევე ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს.

მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ აქტიური მუშაობა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე