მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

24-01-2025 23:13
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 492

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-თურქმენეთის მაღალი დონის თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებს და მზარდ პოტენციალს.

აღინიშნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მნიშვნელობა და მისი წარმატებული მუშაობა. დადებითი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე