მალხაზ ველიჯანაშვილი - ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან. საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?

მალხაზ ველიჯანაშვილი - ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან. საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?

11 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი პოლიტიკა
პოსტი ნახა: 48

რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამ აბსურდზე, არ ვიცი. ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან, - ამის შესახებ ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახალაიას რაიმე დანაშაულთან გაიგივება ღიმილის მომგვრელია.

„რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამ აბსურდზე, არ ვიცი. არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან, შესაბამისად, მისი უბრალოდ კავშირის არსებობა, რაიმე დანაშაულთან გაიგივება, ისეთი საკითხია, რომ შეიძლება გაგეღიმოს ადამიანს. საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს? მე არ მესმის.

WIFI ანი ნადარეიშვილზეა გაფორმებული და ამ WIFI-ზე, ვინ იყო დაკავშირებული, კაცმა არ იცის. ოჯახში WIFI-ზე რამდენი ვსარგებლობთ, ხომ? რომელმა დარეკა, ჯერ ესეც არ იციან და სახლში რომ WIFI აქვთ და ანიზე არის გაფორმებული, კი, ეგრეა, მაგრამ მერე რა? იმ WIFI-დან ვიღაცასთან რომ მოხდა დაკავშირება, არ იცი, ვინ დაურეკა, არ იცი, რაზე ელაპარაკა და [უთხრა] ორგანიზატორი ხარო, უნდა გაიაზრო ეს ყველაფერი,“ - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე