მამა-შვილის მკვლელობა გორში - დაჭრილი დავით ცაციაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა

მამა-შვილის მკვლელობა გორში - დაჭრილი დავით ცაციაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა

28-04-2025 13:25
კატეგორიები: რეგიონი სამართალი
პოსტი ნახა: 8772

სისხლიან დაპირისპირებას გორში მეორე ადამიანის სისცოცხლეც ემსხვერპლა - ინფორმაციას კლინიკა ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ორ ადამიანს ესროლეს. არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა ერთი კი დაიჭრა. როგორც თრიალეთის გადამღებ ჯგუფს შემთხვევის ადგილას განუცხადეს, ცეცხლი მამა - შვილს გაუხსნეს. გარდაცვლილისა და დაჭრილის ვინაობა ცნობილია, ისინი გიორგი და დათო ცაციაშვილები არიან. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილას მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეში გამოვლენილია ეჭვმიტანელიც, სერგო ახალკაცი, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე