მამუკა მდინარაძე - თორნიკე რიჟვაძის სურვილია, რომ გარშემომყოფებთან თითქმის არავისთან აქვს ურთიერთობა, ამას გაგებით ვეკიდებით - „აპელირება ხდებოდა: „ახლო მეგობარი“, „დღე და ღამე ერთად იყვნენ“, ასე არა, მაგრამ ჩვენი მეგობარია

მამუკა მდინარაძე - თორნიკე რიჟვაძის სურვილია, რომ გარშემომყოფებთან თითქმის არავისთან აქვს ურთიერთობა, ამას გაგებით ვეკიდებით - „აპელირება ხდებოდა: „ახლო მეგობარი“, „დღე და ღამე ერთად იყვნენ“, ასე არა, მაგრამ ჩვენი მეგობარია

03-09-2025 15:22
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 40

მე მის [თორნიკე რიჟვაძის] ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავედი. ფიზიკურად არ მინახავს- მისი სურვილია, რომ გარშემომყოფებთან თითქმის არავისთან აქვს ურთიერთობა. აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამო, ჩვენ ყველა გაგებით ვეკიდებით ამას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალარჩეულმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძე მათი მეგობარია, თუმცა არა ისე, როგორც აპელირებდნენ, რომ „ახლო მეგობარი იყო“ და „დღე და ღამე ერთად იყვნენ“.

„თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც, პერსონალური თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ და არ ამბობენ, რათა პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ასევე ამორალური იქნება.

დიახ, მე მის [თორნიკე რიჟვაძის} ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავედი. ფიზიკურად არ მინახავს. თორნიკე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი და დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის, მმართველი გუნდის წინაშე. ის არის ჩვენი მეგობარი. როგორც თქვენ აპელირებდით: „ახლო მეგობარი“, „დღე და ღამე ერთად იყვნენ“, ისე არა მაგრამ, ჩვენი მეგობარია. მისი სურვილია, რომ გარშემომყოფებთან, თითქმის არავისთან აქვს ურთიერთობა. აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამო, ჩვენ ამას ყველა გაგებით ვეკიდებით ამას. უფრო სიღრმეში ვერ შევდივართ პერსონალური საკითხების გამო. ამით ნუ ისარგებლებთ მომავალში, ამორალური იქნება ამით სარგებლობა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, 7 ივლისს, თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში, რომელიც საგარეჯოში მდებარეობს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის მოთხოვნით, რიჟვაძე მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ამასთან, „იმედმა“ გაავრცელა წერილი რომელიც, მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.

რიჟვაძე გავრცელებულ წერილში წერს, რომ აბრალებენ „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“

.„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც „იმედმა“ გაავრცელა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე