„საქართველოში წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის წინ ვიყავი. იქ არჩევნებამდე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვიმყოფებოდი. მე ქართველი ხალხის დიდი მზადყოფნა ვნახე. ისინი იმ დროს ჯერ კიდევ თვლიდნენ, რომ ხელისუფლება დასავლეთთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ დაპირებას შეასრულებდა, მაგრამ ეს დაპირება მნიშნვნელოვნად დაირღვა“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
მისი თქმით, ესტონელი ხალხი ქართველ ხალხთან „ძალიან ახლოს არის“.
„ჩვენ მათ რეფორმებს მხარს ვუჭერდით. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ. ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ. ეს ძალიან საშიშია. ესტონელი ხალხი თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.