მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებით, არ აპირებდნენ მეუფე იობის დიპლომის დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხის გახმაურებას, რადგან არ  სურდათ, რომ „ზედმეტი მღელვარება შეეტანათ საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში“.  როგორც გიორგი ჯამდელიანი აღნიშნავს, მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობდა, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს.

1 საათის წინ
პოსტი ნახა: 29

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებით, არ აპირებდნენ მეუფე იობის დიპლომის დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხის გახმაურებას, რადგან არ

სურდათ, რომ „ზედმეტი მღელვარება შეეტანათ საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში“.

როგორც გიორგი ჯამდელიანი აღნიშნავს, მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობდა, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს.

„ამ საკითხის გახმაურებას ჩვენ არ ვაპირებდით. გვინდოდა, ზედმეტი მღელვარება არ შეგვეტანა საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში. თუმცა, მიდიოდა მიზანმიმართული, შიდა საეკლესიო სივრცეში, მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაცია, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს“,- აღნიშნავს გიორი ჯამდელიანი „ფორმულასთან“.

ფიქრობს თუ არა, რომ მეუფე იობის დიპლომის დაკარგვა უკავშირდება საპატრიარქო კანდიდატობას, ჯამდელიანი განმარტავს: „მე ასე ვფიქრობ. მაგრამ, უკვე ვეღარ დაუკავშირდება. მეუფე ზოსიმემ, რომელიც გახლდათ მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, თავისი ბეჭდით დაამოწმა რომ მაშინ, იობ აქიაშვილზე მის მიერ დიპლომი გაიცა“.

შეგახსენებთ, გუშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქო კანდიდატის, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა.

კერძოდ, ეპისკოპოსის თქმით, კანდიდატების გამორჩევის დღეს, „გაურკვეველ ვითარებაში, ფაქტობრივად, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი". ჯამდელიანი აცხადებს, რომ "ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ფაქტობრივად რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის" და "დიდი ალბათობით, ალბათ ეს არის მოპარული" .

გრიგოლ გეგელია -  „3 წლის განმავლობაში ეს რეჟიმი უსინდისოდ აშინებდა ადამიანებს, რომ უკრაინა გვითრევდა ომში და უნდოდა საქართველოში „მეორე ფრონტი" გაეხსნა. ამას 3 წლის განმავლობაში ვისმენდით კობახიძისგან, რომელიც გუშინ აიტუზა და ზელენსკის ძალიან თბილად ესაუბრა. ეს არის იმ სიყალბის განსახიერება, რაც არის კობახიძე, ბოჭორიშვილი და ეს რუსულ-ირანულ-ჩინური რეჟიმი".
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე