მარნეულში თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაშია გადაყვანილი

მარნეულში თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაშია გადაყვანილი

09-05-2025 18:57
კატეგორიები: შემთხვევა რეგიონი
პოსტი ნახა: 273

მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას თხრილში ორი მამაკაცი ჩავარდა, რომელთაგანაც ერთი დაიღუპა, მეორე პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ორივე მათგანი ადგილზე დასაქმებული მუშა იყო.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე