მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება.  6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 16

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.

ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებით, პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე "ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება", რადგან არსებობს კითხვები.  მეუფე ზენონის თქმით, აპირებს, მღვდელმთავრებს მიმართოს, სინოდის სხდომის მოწვევის თაობაზე. მეუფე ზენონმა თქვა, რომ ასახელებენ ბიზნესმენს, რომელმაც მღვდელმთავრებს მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
რუსული ძალები დღეს დილით უკრაინის რამდენიმე ქალაქს დაესხნენ თავს, რითაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული და გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში დნიპროში აფეთქებების ხმა გაისმა. რუსებმა ასევე შეუტიეს ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმს, დონეცკს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაშავებულები.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე