მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა. შემთხვევის გამო, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.
“ამ დროისთვის, მგზავრი ლიანდაგებიდან ამოყვანილია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა უახლოეს წუთებში აღდგება”, _ აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
ადგილზე იმყოფებოდნენ მაშველები და სამართალდამცველები.
დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.