მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 104

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

„ ღონისძიებაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის თემაა - „ერთად უკეთესია: 80 წელი და მეტი მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის" .

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე.

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე