მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დაიწყო

მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დაიწყო

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 93

მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარაში მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება. „ესენბოღას“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილსა და ქართულ დელეგაციას აეროპორტში თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.

დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს თურქ კოლეგასთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე