მიხეილ სააკაშვილი - არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება -  ჩვენ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად მას შემდეგ, რაც „ქოცები“ მოშორდებიან

მიხეილ სააკაშვილი - არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება - ჩვენ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად მას შემდეგ, რაც „ქოცები“ მოშორდებიან

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 125

ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა სწორედ იმიტომ მოჰყვა რომ იქ ყველა (მათ შორის ოპოზიციური) პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სააკაშვილი თავის წერილში წერს, საქართველოში პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება.

„მე, როგორც ნეპალელი შვილის მამა (ჩემი ნიკუშა დროებით ნეპალში ცხოვრობს), ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას.

ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა სწორედ იმიტომ მოჰყვა, რომ იქ ყველა (მათ შორის ოპოზიციური) პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო.

იგივე მიზეზს ისახავს აქ რუსული ბანდიტური სინდიკატი, რომელმაც ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს. საბედნიეროდ, მათ ეს არ გამოუვიდათ. თვითონ კი არიან ბოლომდე დისკრედიტებული, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ აჰყვნენ მათ თამაშს, უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ დაიჭირეს ხაბე და სხვებიც.

ამიტომ, აქ არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება. ჩვენ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად და ყველანაირი პროვოკაციის გამოსარიცხად, მას შემდეგ, რაც „ქოცები“ მოშორდებიან“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე