მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას!

მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას!

პოსტი ნახა: 93

მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! 

თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები!
შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო!

შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე!

შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ გასცეთ საჯარო ინფორმაცია, შექმნათ ადმინისტრაციული ბარიერები და გამოიყენოთ მთელი სახელმწიფო აპარატი ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ!

თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირობებში!

მაგრამ არსებობს ერთი რამ, რასაც ვერასოდეს გააკეთებთ!

ვერ აიძულებთ საზოგადოებას, სიმართლე დაივიწყოს!

📍 თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს. პირიქით -ამით მხოლოდ დაამტკიცებთ, რომ ყველაზე მეტად სწორედ თავისუფალი სიტყვის გეშინიათ!

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ბრძოლა ერთი ტელევიზიის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა საზოგადოების უფლების წინააღმდეგ - იცოდეს სიმართლე, მიიღოს განსხვავებული აზრი და თავად გააკეთოს არჩევანი.

დღეს სამიზნე "თრიალეთია". - ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა მედია, ჟურნალისტი ან მოქალაქე აღმოჩნდეს.

ისტორია მათ, ვინც თავისუფალ სიტყვას ებრძოდა, გამარჯვებულებად არ იმახსოვრებს. ისტორია იმახსოვრებს მათ, ვინც თავისუფლებას იცავდა!

"თრიალეთი" არ გაჩუმდება!
რადგან თავისუფალი მედიის დაცვა მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის ბრძოლა აღარ არის - ეს არის ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის!

📍 მივმართავთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს: ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze

ძნელია დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, სასამართლო, საჯარო რეესტრი და სხვა სახელმწიფო უწყებები ერთი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ თქვენი პოლიტიკური ნების გარეშე.

თუ ეს თქვენი პოლიტიკაა - პასუხისმგებლობაც თქვენ გეკისრებათ!
თუ არა - მაშინ შეაჩერეთ ეს ყველაფერი!



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე