მხიარული სტარტების ჩემპიონი ურეკის საჯარო სკოლა გახდა.  მეოთხე ადგილი კასპის N1 საჯარო სკოლამ დაიკავა.

მხიარული სტარტების ჩემპიონი ურეკის საჯარო სკოლა გახდა. მეოთხე ადგილი კასპის N1 საჯარო სკოლამ დაიკავა.

27-09-2025 10:26
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 269

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის გუნდმა მხიარულ სტარტებში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მხიარული სტარტების ფინალური შეხვედრა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში გაიმართა. ფინალში მონაწილე 4 გუნდი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისში ჩამოვიდა. აღმოსავლეთ საქართველოდან – რუსთავის N24 ქართული გიმნაზია და კასპის N1 საჯარო სკოლა, ხოლო დასავლეთ საქართველოდან – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლა და ქუთაისის N40 საჯარო სკოლა.

ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველ ადგილზე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლა გავიდა, მეორეზე – ქუთაისის N40 საჯარო სკოლა. მესამე ადგილის მოპოვება რუსთავის N24 ქართულმა გიმნაზიამ შეძლო, ხოლო მეოთხე ადგილი კასპის N1 საჯარო სკოლამ დაიკავა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე