ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სამხედროებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ნორიოს საწვრთნელ არეალში, სწავლების მიმდინარეობის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, გადაბრუნდა ავტომობილი. ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. თავის დაზღვევის მიზნით უტარდებათ კვლევები", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.