მთავრობა - სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის რესპუბლიკას, სადაც ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა მსოფლიო
პოსტი ნახა: 27

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა „სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ასევე, სამძიმარს უცხადებს მეგობარ ებრაელ ხალხს“.

„სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.

საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად“, -ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ-დაბიში იმყოფება და შექმნილი მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, საქართველოში ჩამოფრენას ვერ ახერხებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს.  „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს გამოფრენას“, - განაცხადეს მერიაში.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-5 მარტს, საქართველოში, შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე