მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

2 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 100

თბილისის მერიის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რესტორან “გაგრის” მიმდებარე ტერიტორიაზე გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება.

“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “გაგრის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 19 აგვისტოს 20:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა მტკვრის მხარეს, განაპირა საავტომობილო ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს გიხდით!” - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე