მწერალი ბექა ქურხული, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის, ან ნიღბის ტარებისთვის დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლექსო ქურხული წერს.
მისი ინფორმაციით, ბექა ქურხული სახლთან აიყვანეს. ოჯახი ადვოკატს ეძებს.
"ბექა დაიჭირეს, სახლთან აუყვანიათ. ჯერ სხვა არაფერი ვიცი. ვეძებ ადვოკატს," - წერს ლექსო ქურხული."