მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.  მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან დროშებითა და სხვადასხვა შინაარსის ბანერებით არიან მისული.

12-01-2026 22:39
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 183

მარშის მონაწილეები, რომლებიც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობას მართავდნენ, პარლამენტთან მივიდნენ.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან დროშებითა და სხვადასხვა შინაარსის ბანერებით არიან მოსული.

უკვე ერთ წელზე მეტია, პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.

რაც შეეხება დღევანდელ მარშს, ის მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლისთავს უკავშირდება. მარშის მონაწილეებმა დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან გამართეს.

ალექსანდრე თამაზაშვილი ღარიბაშვილზე - ირაკლიმ გადაწყვიტა, არ შესულიყო სამართლებრივ დავაში - დაზიანდებოდა საქმე, რომელსაც სიყვარულით ემსახურა - სასაცილოა იმ ადამიანების  სიხარული, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაიმე სარგებელს მიიღებენ.   ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერზე არსებობს პასუხები და საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები მიზეზები.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ირანმა რუსეთს 2.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებოდა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.  შესყიდვები მოიცავს: Fath-360-ის ტიპის  ასობით ბალისტიკურ რაკეტას, სხვა ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ 500 რაკეტას, მიწა-ჰაერი კლასის 200-მდე რაკეტას, მილიონობით საარტილერიო ჭურვს, Shahed-136-ის ტიპის „კამიკაძე“ დრონებს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე