მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 158

ნორვეგიულმა ფონდმა Fritt Ord Foundation-მა და ორგანიზაცია ZEIT Stiftung Bucerius-მა თავისუფალი მედიის პრემიის 6 ლაურეატი დაასახელეს, მათ შორის „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ წლევანდელი პრემიის ლაურეატები არიან: მედია პლატფორმა Gwara Media უკრაინიდან, ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საქართველოდან, საგამოძიებო ონლაინ მედია საშუალება

Direkt36 უნგრეთიდან, ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა რუსეთიდან, მედია არხი Belarus Investigative Center ბელარუსიდან და ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა აზერბაიჯანიდან.

„პრიზები გადაეცემა ექვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, უკიდურესად რთულ ვითარებაში მათ მიერ განხორციელებული გმირული საგამოძიებო ჟურნალისტიკის აღიარების ნიშნად. რეგიონში ავტორიტარული რეჟიმები აფართოებენ თავიანთ არეალს და წლევანდელი პრემიის ორ ლაურეატს ცოტა ხნის წინ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მათი ჟურნალისტური ძალისხმევის გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი გახდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და იგი ჯილდოვდება ჟურნალისტური პატიოსნებისა ეთიკის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის.

„აგვისტოში მას თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიესაჯა იმ საქმეში, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ მიიჩნევენ. სინამდვილეში, ის ისჯება რეჟიმის კორუფციული საქმიანობის მრავალი წლის განმავლობაში გამოაშკარავებისთვის. ის პირველი ქალი ჟურნალისტია საქართველოში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს. მან წელს, იანვარსა და თებერვალში, ხელისუფლების წინააღმდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობა გამოაცხადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე