ნახეთ როგორ აღნიშნავს გორი 26 მაისს

ნახეთ როგორ აღნიშნავს გორი 26 მაისს

25-05-2025 18:37
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 965

"🇬🇪 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გორში გიმასპინძლებთ.
ღონისძიების ფარგლებში, გორის მთავარ მოედანზე სტუმრები შეძლებთ ⤵️
🔹   შეავსოთ საპასპორტო მონაცემები, ადგილზე გადაიღოთ სურათი, რის შემდეგაც დაგიმზადდებათ 26 მაისის ლოგოთი დაბრენდილი, იმიტირებული სამახსოვრო პასპორტები;
🔹   დაათვალიეროთ და შეიძინოთ მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები: ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ნამუშევრები;
🔹   ისარგებლოთ გიფერით და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები;
🔹   ესტუმროთ საგამოფენო სივრცეს და გაეცნოთ საინტერესო ინფორმაციას ქალაქ გორის შესახებ;
🔹   ბავშვებთან ერთად უფროსებიც ჩაერთოთ სხვადასხვა თამაშში;
🔹   პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც შეძლებენ სახის მოხატვას, ფაზლების აწყობას; ჩაუტარდებათ ძერწვის ვორქშოფი; დახვდებათ მხიარული ჰულა-ჰუპები; მონაწილეობას მიიღებენ სახალისო თამაშებსა და შეჯიბრებებში; ასევე, დახვდებათ ჯამბაზები, ოჩოფეხები და მოსიარულე ორკესტრი, ფერადი ბამბის ნაყინი და პოპკორნი;
🔹   მოეწყობა ციფრული ტექნოლოგიების სივრცე – კიბერთამაშები და შემეცნებითი ქვიზები;
🔹  ღონისძიება დასრულდება გალა კონცერტით.

📍 შევხვდებით 26 მაისს გორში!
🇬🇪 ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! "- წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე