ნატო-ს ოფიციალური პირი - შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი

ნატო-ს ოფიციალური პირი - შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი

9 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 209

შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი , - ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა პირმა „ევროსკოპის“ რედაქტორ, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ აფასებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დახურვას.

მათივე ცნობით, ცენტრი საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან:

„შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. 2005 წლის შემდეგ, როდესაც ცენტრი შეიქმნა, რეგიონული და ადგილობრივი ოფისების ქსელების ჩათვლით, ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან. ცენტრი ღირებული პარტნიორია ნატოს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და ნატოს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში სახალხო დიპლომატიის ინიციატივების განსახორციელებლად. ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ეს სტრატეგიული მიზანი ასევე დევს საქართველოს კონსტიტუციაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს. გათავისუფლების შესახებ წერილები თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში გადადის.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე