„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ

21-08-2025 16:15
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 751

გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ქორჩილავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი არის დავით რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები.

მისი თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დავით რაზმაძის გადაყენებისთვის კონსულტაციებს პარტია „გახარია-საქართველოსთანაც“ გადის.

„დღეს დავიწყეთ პროცედურები, გავდივართ კონსულტაციებს და დღის ბოლომდე აუცილებლად შევიტანთ ოფიციალურად განცხადებას. კონსულტაციებს გავდივართ ჩემს კოლეგებთან, პარტია „გახარია-საქართველოსთან“. მინდა ყველა შემოუერთდეს და ერთობლივად შევიტანოთ განცხადება. თუ წინააღმდეგი წავლენ ან თავს შეიკავებენ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც აუცილებლად დავარეგისტრირებთ და აუცილებლად მოვითხოვთ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგმას. ის განცხადება, რაც დავით რაზმაძემ გააკეთა, ეს არის სირცხვილი და გორელებისთვის სულში ჩაფურთხება. ის ადანაშაულებს 2008 წელს ჩვენს მებრძოლებს, ძალოვნებს, მშვიდობიან მოქალაქეებს, თითქოს ქალაქს ძარცვავდნენ. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და სამარცხვინო რამ იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს კვირეულია და რამდენიმე დღის წინ სოფელ შინდისში იყვნენ ამოსული, ცრემლებს მოჩვენებითად ღვრიდნენ 2008 წელს დაღუპული გმირების წინაშე. ეს არის სამწუხარო და სწორედ ამიტომ, დავიწყეთ პროცედურული საკითხები, რომ ჩამოვირეცხოთ გორელებმა ის სირცხვილი, რასაც დავით რაზმაძის საკრებულოს თავმჯდომარეობა ჰქვია“,- განაცხადა ბექა ქორჩილავამ.



მსგავსი სიახლეები

18 საათის წინ

ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის -ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი). ,,იმ პირობებში როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა მედისაშუალებები არ არიან კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ მათ ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ დავალიანება, ძალიან მაღალი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, თუმცა მათ მიმართ არ იყენებენ ინკასოს... ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის და ექვემდებარება სანქციებს, ყადაღას, ინკასოს, რათა მოხდეს მისი გაჩერება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიაჩნია, ტელეკომპანის მაუწყებლობა საფრთხეს უქმნის მის პოლიტიკას - ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი).

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე