ნიკა მელიას ადვოკატი - ნიკა მორიგ აბსურდულ ბრალს ღიმილით შეხვდა - არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი

ნიკა მელიას ადვოკატი - ნიკა მორიგ აბსურდულ ბრალს ღიმილით შეხვდა - არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი

03-06-2025 14:56
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 434

მორიგ აბსურდულ ბრალს ნიკა ღიმილით შეხვდა. სიმართლე რომ გითხრათ, არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ, რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კვინიკაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას ჯერ კიდევ არ აქვს დამზადებული ბარათი და არც ტელევიზორის შეძენის შესაძლებლობა აქვს.

„მორიგ აბსურდულ ბრალს ნიკა ღიმილით შეხვდა. სიმართლე რომ გითხრათ, არც აინტერესებს, რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი მას, ამიტომ დიდხანს არც გვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენთვის უცნობია, როდის გადაწყვეტენ ისინი ბრალის წარდგენას. ერთ-ერთი რაც არის, ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, რადგან ამ მომენტისთვის, მას ჯერ კიდევ არ აქვს დამზადებული ბარათი და არც ტელევიზორის შეძენის შესაძლებლობა აქვს და არც სხვადასხვა ნივთის", -აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობის გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე