ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 17:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 28 აპრილს წარუდგინა. საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.

თავად ნიკა მელია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი იძულებულია რეპრესიები გაზარდოს“.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პოსტი ნახა: 136


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე