ნიკოლოზ ბასილაშვილი ოეირაშის ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოეირაშის ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა

23-01-2025 21:14
კატეგორიები: სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოეირაშის ჩელენჯერის ტურნირის მეოთხედფინალშია.

შეჯიბრების მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელი მარკ ანდრეა ჰიუსლერი სამ სეტში, 4:6, 6:2, 6:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც 19 წლის ბელგიელ ალექსანდერ ბლოქსს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მელბურნში, წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამი საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია და ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა. პირველ წრეში ის ჩეხ მენშიკთან 1:3 დამარცხდა.

ამ მომენტისთვის ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგში 206-ე ადგილზეა. მისი საუკეთესო შედეგი მე-16 პოზიციაა.

პოსტი ნახა: 704


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე