ნინო წილოსანი - 9 მაისის მორალი არის, რომ ჩვენ ყოველთვის სწორ მხარეზე ვდგავართ, ევროპაში კი ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იბადება

ნინო წილოსანი - 9 მაისის მორალი არის, რომ ჩვენ ყოველთვის სწორ მხარეზე ვდგავართ, ევროპაში კი ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იბადება

12 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 229

9 მაისის მორალი არის, რომ ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ და ყოველთვის სწორ მხარეზე ვდგავართ. ევროპაში კი ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იბადება. ის ფაქტი, რომ ფაშიზმი დაიბადა და გაღვივდა ევროპის შუაგულში, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჭეშმარიტების კომპასი არ არის გეოგრაფია, ჭეშმარიტების კომპასი არის არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, სიმართლესა და ტყუილს, მშვიდობასა და ომს შორის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ევროპის წიაღში იშვა ფაშიზმი, საქართველო კი მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე როგორც დღეს.

„ისტორიის გადაწერის კიდევ ერთ მცდელობაზე გესაუბრებით, რაც ჩვენს მოწინააღმდეგე რადიკალებს 9 მაისს, წელსაც ჰქონდათ. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამწუხაროდ, სწორედ ევროპის წიაღში იშვა ეს დიდი ბოროტება და საბედნიეროდ, საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე როგორც დღეს. მაშინ როდესაც ევროპის რიგმა ქვეყნებმა უომრად გაუღო საკუთარი ქვეყნის კარები ფაშისტებს და ბევრ ქვეყანაში პირიქით, ნოყიერი ნიადაგიც ნახა ფაშისტურმა იდეოლოგიამ, საქართველომ 400 ათასამდე ადამიანი, ჩვენი გმირი მებრძოლი შესწირა ხალხის წამების, სიძულვილისა და მსოფლიოს დაპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას. ისინი კი, ვინც გადარჩნენ, ჩვენი ბაბუები, ფრონტიდან გამოყოლილ უმძიმეს ისტორიებს იხსენებდნენ, მაგრამ გამარჯვებულები გადატანილზე არ წუწუნებენ, პირიქით, ზეიმობენ და ამ ზეიმის ჩახშობა უნდოდათ ხან 9 მაისის 8 მაისზე გადატანით, ხანაც კი ფაშიზმზე გამარჯვების დღის სხვა აქტივობით გადაფარვით. წელს 9 მაისს ვნახეთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აღნიშნავდა ჩვენს დიდ გამარჯვებას ფაშისტურ გერმანიაზე და მეორე პატარა ნაწილი ევროპის დღის აღნიშვნით გართულ-დაკავებული.

9 მაისის მორალი არის, რომ ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ და ყოველთვის სწორ მხარეზე ვდგავართ. ევროპაში კი ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იბადება. ის ფაქტი, რომ ფაშიზმი დაიბადა და გაღვივდა ევროპის შუაგულში, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჭეშმარიტების კომპასი არ არის გეოგრაფია, ჭეშმარიტების კომპასი არის არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, სიმართლესა და ტყუილს, მშვიდობასა და ომს შორის. 9 მაისის მორალი გვახსენებს, რომ ჩვენ ვართ ნამდვილად გმირების ქვეყანა და ჩვენი ბრძოლა ისტორიულად იყო ყოველთვის სიმართლისთვის და როცა ნეოფაშიზმისა და სიმართლის ჩახშობის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა დღესაც მოსაგებია, ვერასდროს, სადაც და ვისთანაც არ უნდა მოიკიდოს ფეხი ფაშიზმმა, საქართველოში ის ვერ დაისადგურებს, რადგან ქართველი და ქრისტიანი გადაჯაჭვული მცნებებია და სწორედ ეს გვაჩვენებს ეკლესიისა და სწორ გზას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე