,,ნუგზარ სვიანაძემ ნაციონალურ მოძრაობას 52000 ლარი გადაურიცხა” -  ვის ეჭირა გორელების წყალი და ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც საცხოვრებელ სახლებს აშნებს

,,ნუგზარ სვიანაძემ ნაციონალურ მოძრაობას 52000 ლარი გადაურიცხა” - ვის ეჭირა გორელების წყალი და ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც საცხოვრებელ სახლებს აშნებს

4 საათის წინ
პოსტი ნახა: 818

გორელი ბიზნესმენი, ნუგზარ სვიანაძე, დიდი ხანია  ქართულ ბიზნესში ფიგურირებს. მას გორში სარესტორნო ქსელები და კომერციული ფართები აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მიწა წმ. წყალზე, სადაც კორპუსი შენდება ეკუთვნის კომპანია  ,,ნ & დ  2025''-ს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ნუგზარ სვიანაძეა.  აღსანიშნავია, რომ სვიანაძეს მეუღლე, რომელიც სსიპ გორის სახელმწიფო უნივერისტეტშია დასაქმებული, ასევე ფლობს კომპანია ,,შპს მშენგორი 2025” -ის 50% - იან წილს. 

შეგახსნებთ, რომ გორელმა ბიზნესმენმა მალხაზ ხვედელიძემ 2021 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართულ ოცნებას” 2 000 ლარი გადაურიცხა. საჯარო რეესტრის მონაცამებით, იგი შპს ,,ალდანუმას” დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია. დარჩენილ 50%-ს ნუგზარ სვიანაძე ფლობს.  

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, როგორც მალხაზ ხვედელიძე, ასევე მისი კომპანიის მეწილე ნუგზარ სვიანაძე წარსულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებიც იყვნენ. 

ხვედელიძემ მაშინ პარტიას 5 997 ლარი, ხოლო სვიანაძემ 52 000 ლარი გადაურიცხა.

როგორც ცნობილია, საქმე გორის მთავარი წყალსადენი მილის გადაადგილების ამბავს ეხებოდა და 1-ელი აგვისტოს დილის 10 საათიდან, მშენებარე კორპუსის გამო, 14 ათასზე მეტი ოჯახი, 40-42 გრადუსი სიცხის პირობებში, სასმელი წყლის გარეშე დატოვეს. წყლის მიწოდება დათქმულ დროს, 22 საათზე არ აღდგა, რის გამოც მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მშენებარე კორპუსთან აქცია გამართეს. აქციის წევრებმა ნახეს, რომ ობიექტზე მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობდა. პროტესტის შედეგად მუშაობის ტემპი გააქტიურდა, ობიექტზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე