ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს - არსებული ინფორმაციით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილია

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს - არსებული ინფორმაციით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილია

9 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი პოლიტიკა
პოსტი ნახა: 53

ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

„გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“), რაც10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პირი, რომლის შესახებაც საუბრობენ, დაკავებულია და გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას ახდენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილია. გუშინ მან მეგობრებს უთხრა, რომ უცნობი პირები მის ბინაში აივნიდან შეიჭრნენ. ამის შემდეგ მეარაყიშვილთან კავშირი გაწყდა. გუშინ შუადღისას სამოქალაქო აქტივისტმა განაცხადა, რომ დღეიდან შიმშილობას დაწყებას გეგმავდა „ძალაუფლების თვითნებური გამოყენების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მეარაყიშვილი ერთ წელზე მეტია ახალი პასპორტის აღებას ვერ ახერხებს, რაც მას გადაადგილებასა და დასაქმებაში პრობლემებს უქმნის. მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები სოციალურ მედიაში მის კრიტიკულ კომენტარებს უკავშირდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე