„ოცნებამ“ გადაწყვიტა განათლების სისტემაზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომელზეც იმუშავეს საუკეთესო ექსპერტებმა - გაყიდვების კონსულტანტმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბოლო პერიოდში კორპუსების და უხარისხო ხორცის გაყიდვით იყო დაკავებული, მასონების მკვლევარმა მარიამ ლაშხმა და რაც მთავარია, ციხეების ექსპერტმა ბატონმა მიქანაძემ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

9 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 71

„ოცნებამ“ გადაწყვიტა განათლების სისტემაზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომელზეც იმუშავეს საუკეთესო ექსპერტებმა - გაყიდვების კონსულტანტმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბოლო პერიოდში კორპუსების და უხარისხო ხორცის გაყიდვით იყო დაკავებული, მასონების მკვლევარმა მარიამ ლაშხმა და რაც მთავარია, ციხეების ექსპერტმა ბატონმა მიქანაძემ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აღარავის უნდა უკვირდეს, რატომ მივიღეთ სისტემა, სადაც აბიტურიენტი ჯერ ფაკულტეტს ირჩევს და მხოლოდ შემდეგ იგებს, „ქინდერ სიუპრიზივით“ რომელ ქალაქში მოუწევს სწავლა, რა პირობებში და საერთოდ რა ხარისხის განათლებას მიიღებს.

„ოცნებამ“ გადაწყვიტა განათლების სისტემაზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომელზეც იმუშავეს საუკეთესო ექსპერტებმა - გაყიდვების კონსულტანტმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბოლო პერიოდში კორპუსების და უხარისხო ხორცის გაყიდვით იყო დაკავებული; მასონების მკვლევარმა მარიამ ლაშხმა, რომელსაც მასონების მართლა სჯერა და რაც მთავარია ციხეების ექსპერტმა ბატონმა მიქანაძემ, რომელიც განათლების რეფორმაზე მუშაობამდე ნაცმოძრაობის პატიმრების სისტემური წამების ეპოქაში ამ წამების სტრუქტურის ხელმძღვანელად მუშაობდა და ციხის ბუნტის ჩახშობის ბიოგრაფიით გადმოხტა „ოცნების“ განათლების სისტემაში.

ინტერესთა კონფლიქტში მყოფი კობახიძისა და მიქანაძის დუეტს, სადაც ერთი ამტკიცებს, რომ მთავრობაში არც ერთი „ნაცი“ ეყოლება, მეორე კი თავად ნაცია, უწევთ საკუთარი საპატიო თავმჯდომარის მორიგი ახირების შესრულება.

ივანიშვილმა ვერ აქცია საკუთარი პროექტები ფინანსურად წარმატებულად, GDS-დან ვერ მიიღო მოგება და იმედზე პარაზიტობა გადაწყვიტა, BLACK SEA ARENA-დან ვერ მიიღო ფინანსური სარგებელი და სახელმწიფო ბალანსზე გადაიყვანა, საიდანაც 29 მილიონი იხარჯება ამ ტერიტორიის შენახვისთვის და ახლა მთელი სახელმწიფო რესურსით ცდილობს სტუდენტების იძულებით გადამისამართებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ამ სიის გაცნობის შემდეგ აღარავის უნდა უკვირდეს, რატომ მივიღეთ სისტემა, სადაც აბიტურიენტი ჯერ ფაკულტეტს ირჩევს და მხოლოდ შემდეგ იგებს, „ქინდერ სიუპრიზივით“ რომელ ქალაქში მოუწევს სწავლა, რა პირობებში და საერთოდ რა ხარისხის განათლებას მიიღებს. რამდენად შორს უნდა იდგე ახალგაზრდებისგან, რომ ვერ ხედავდე მათ რეალურ პრობლემებს? ვერ ხედავდე, რომ სტუდენტისთვის მთავარი გამოწვევა ბევრი ფაკულტეტი ერთ უნივერსიტეტში კი არა, სიღარიბე, დაბალი ანაზღაურება და განათლების ხარისხია.

მოდი პირდაპირ ვთქვათ - ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას „დოშირაკი“ ჰქვია. დაბალი ხარისხის იაფფასიანი საკვები გახდა სტუდენტური ცხოვრების სიმბოლო. სტუდენტები საცხოვრებელთან მიმსგავსებული ფართის ქირაში იხდიან იმ ფულს, რომელსაც ღამის ცვლებში, მარკეტებში და სხვა დამღლელ სამუშაოებზე გამოიმუშავებენ. ასეთი გენიალური მოდელის მოფიქრების შემდეგ უბრალოდ მონიტორინგი მინდა გავუწიო, რომელიმე ჩინოვნიკის ოჯახის წევრი თუ ისწავლის თელავის ან გორის უნივერსიტეტში. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ თქვენი შვილები თელავსა და გორში კი არა - საქართველოშიც კი არ სწავლობენ“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

მისივე შეფასებით, მათ ევროპული კეთილდღეობა, დასავლური განათლების ცენზი მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის უნდათ - თუმცა ქართველ სტუდენტს თამამად იმეტებენ ღამეების თევისთვის და მძიმე შრომისთვის.

„ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება აქცენტს არა სოციალურად სტაბილურ სტუდენტზე აკეთებს, არამედ პრობლემას ხედავს მხოლოდ იმაში, რომ ერთ უნივერსიტეტში ორი სხვადასხვა ფაკულტეტია.

დღეს თუ რამე დგას სტუდენტსა და ღირსეულ მომავალს შორის - ეს არის „ოცნება“ თავისი არაკომპეტენტურობით, აგრესიული უვიცობითა და ხალხის გასაჭირისადმი უგრძნობლობით, გაუმაძღრობით, კორუფციითა და ნეპოტიზმით - რომელიც ამ გამოწვევების გავლის მერეც კი საუკეთესო ახალგაზრდებს, ასეთი ტანჯვის ფასად მიღებულ განათლებას უუფასურებს, კარიერულ გზებს უხერგავს იმიტომ, რომ თავისი ნათესავების, შვილების, მეგობრების და პარტაქტივისთვის აქვთ გასაყოფი ყველა პერსპექტივა. „ოცნებამ“ მოსპო სივრცე, სადაც ადამიანები წინსვლას განათლების, ნიჭისა და უნარების მიხედვით შეძლებდნენ.

სტუდენტებს, რომლებიც წლების განმავლობაში საერთო საცხოვრებელს ელოდნენ, ახლა სთავაზობთ უბრალოდ სხვა ქალაქში ცხოვრებას. სტუდენტები, რომელიც საკუთარი შრომით ცხოვრობენ და წელგამართული ოჯახები არ უდგათ უკან, საერთოდ ვერ შეძლებენ სწავლას თქვენ მოწყობილ განათლების სისტემაში, რადგან იმ ქალაქებში უბრალოდ არ არსებობს სამუშაო ადგილები და ადეკვატური ანაზღაურება. ამდენი ადამიანი შეიკრიბეთ და დათანხმდით ამ რეფორმას, თუმცა იცით რას არ დათანხმდით? ადამიანებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებას, რომელიც მათ მსყიდველ უნარიანობას ოდნავ მაინც გააუმჯობესებდა.

კორუფციისთვის დაჭერილმა ღარიბაშვილმა სტუდენტებს გადასახადები მაინც გაუნახევრა - კობახიძეს კი სტუდენტების წინაშე ის „დამსახურება“ აქვს, რომ ერთადერთი ლექტორი იყო, რომელიც სტუდენტებთან აუდიტორიაში დაცვით შედიოდა. რთულია დავიჯეროთ, რომ სტუდენტებზე ზრუნავთ, როცა მთელი ქვეყანა უყურებდა, როგორ დააკავეს სტუდენტი გოგონა უნივერსიტეტში, კამერების წინ, ბორკილებით, თითქოს საშიში კრიმინალი ყოფილიყო. კი მთელმა ქვეყანამ დაინახა ის ვნება, რაც ამ კადრის შექმნაში ჩადო „ოცნებამ“. უსამართლობა იქნებოდა მხოლოდ თქვენთვის დაგვებრალებინა, რომ თქვენ გადმოგყვათ „ნაცების“ სასჯელაღსრულების სისტემის ესთეტიკა, განათლების სისტემაში და ლექციებზე ამიტომ ეჭრებით ახალგაზრდებს ბორკილებით, თუმცა ეს არა მხოლოდ თქვენი არამედ, თქვენი საპატიო თავმჯდომარის ვნებაა - საზოგადოება შეაჩვიოთ აზრს, რომ ახალგაზრდები ქვეყნის მომავალი კი არა, პრობლემა და კრიმინალია.

თქვენ ყველას დამორჩილება, დაჩაგვრა, მოსყიდვა ან დაშინება უფრო მარტივად შეგიძლიათ, მაგრამ უსამართლობა უძლურია ჩაგვრასთან ბრძოლის იმ ბუნებრივ, ორგანულ სწრაფვასთან, რაც ყოველ ახალ თაობაში ახალი ენერგიით იფეთქებს - ამიტომ არის ახალგაზრდობა ოცნების მთავარი საფრთხე - და უკვე მთავარი სამიზნეც“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტუაცია შეექმნა ბიჭს და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო და სულში ჩააფურთხო, ის უქნეს, ფიზიკურადაც, სულიერადაც და მორალურადაც, - ამის შესახებ პაპუნა ლოცულაშვილის ძმამ, გიგლა ლოცულაშვილმა განაცხადა.  როგორც ის განმარტავს, მისი ძმა მძიმე მდგომარეობაშია.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6708 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6708 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6716 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1003 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1095 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე