იტალიაში მიმდინარე ბერძნულ-რომალულ ჭიდაობაში 15 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში კუტუბიძემ უნგრელი მილან ბუდაი 3 : 2 დაამარცხა და კარიერაში მეორედ დაეუფლა კონტინენტური პირველობის ოქროს!
ნიკოლოზ კუტუბიძის წარმატების შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.