ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა - შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა - შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS შემთხვევა
პოსტი ნახა: 21
არსებული ინფორმაციით, მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა მამაკაცი მასში ჯდებოდა.
 
აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა და ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.
 
კლინიკის ხწლმძღვანელი დავით მდინარაძე "პირველებთან ამბობს, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ის თვითდინებით, კერძო ავტომობილით, თბილისში, სავარაუდოდ, კლინიკაში წავიდა.
 
💬 "მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, ტერფის ძვლები ჰქონდა დაზიანებული და თვითონ უნდოდა თბილისი და კერძო, საკუთარი მანქანით წავიდა თბილისში. დახმარება, რა თქმა უნდა სჭირდებოდა, მაგრამ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ თბილისში მირჩევნიაო და წავიდა თბილისში. მიზეზი ჩვენთან არ უთქვამს.
 
სამსახურიდან მე წამოვედი სადღაც, იყო 6-ის ნახევარი და მაგ დროისათვის მოიყვანეს, - ამბობს ექიმი.


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე