პაატა ბურჭულაძე - ახლა მუშავდება ის გეგმა, თუ როგორ წარიმართება ცხოვრება 5 ოქტომბრის შემდეგ

პაატა ბურჭულაძე - ახლა მუშავდება ის გეგმა, თუ როგორ წარიმართება ცხოვრება 5 ოქტომბრის შემდეგ

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 284

ვიცით, რაც მოხდება 5 ოქტომბერს – ჩვენ გამოვუშვებთ პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს, ყველას გამოვუშვებთ, ვინც უდანაშაულოდ არის დაკავებული. ახლა მუშავდება ის გეგმა, თუ როგორ წარიმართება ცხოვრება 5 ოქტომბრის მერე, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი ის საკითხები, რომლებისთვისაც ხმის მიცემა მოუწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ეროვნულ კრებაზე შეიკრიბებიან.

„4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ, 5-ში „რუსული ოცნება“ აღარ იქნება. არც განვიხილავთ, თუ რა მოხდება 5 ოქტომბერს. ვიცით, რაც მოხდება: 5-ში ჩვენ გამოვუშვებთ პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს, ყველას გამოვუშვებთ, ვინც უდანაშაულოდ არის დაკავებული. ახლა მუშავდება ის გეგმა, თუ როგორ წარიმართება ცხოვრება 5-ის მერე. მაგრამ ის, რომ 4-ში საღამოს ესენი უკვე აღარ იქნებიან, ეს გადაწყვეტილია. კობახიძეც ხვდება ამას და ამიტომ ეპარება გარშემო ყველაში ეჭვი. 4-ში არ ვატარებთ აქციას, 4-ში იქნება ეროვნული კრება, სადაც ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოვა და მიიღებს მონაწილეობას. დავარიგებთ მოსაწვევებს, რომლებიც იბეჭდება, 2 მილიონი იქნება და ყველას სახლში დაურიგდება, ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, რომლებსაც მოუნდება ამ ისტორიულ მომენტში ქვეყნის გვერდით დგომა. ახლა იწერება ის საკითხები, რომლებზეც უნდა იყოს ხმის მიცემა. ხმის მიცემა რამდენიმე ლოკაციაზე მოხდება. საკითხებს ერთი კვირით ადარე გავახმოვანებთ, თუ რაზე მოუწევს ხალხს ხმა მისაცემი. როცა გადავწყვეტთ წინ ვინ დაგვიდგება? ვინ? ეს ქვეყანა არის ხალხის, კონსტიტუციით ჩვენ გვეკუთვნის. მომწიფებულია. ხედავთ, მელიქიშვილზე რა ხდება, ეს ხომ სტიქიურობაა და ჩვენ არ გვინდა, რომ 4 ოქტომბერს მოხდეს სტიქიურობა. უნდა გადავწყვიტოთ, რომ ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ავიღოთ ძალაუფლება ხელში, ამაზე ადვილი რა არის, რა არის აქ გაუგებარი. 5 ათასმა პოლიციელმა უნდა გვაჯობოს 200-300 ათასს ადამიანს?“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე