როგორც ბურჭულაძემ “ტვ პირველის“ ეთერიდან “ოცნებას“ ურჩია, “გონს მოეგნენ და ხელისუფლება მშვიდბიანად გადააბარონ ხალხს“.
მე ვიცი რაზედაც მივდიოდი, ამიტომ მზად ვარ ყველაფრისთვის, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის, ჩემთვის მთავარია საქართველო გადავარჩინოთ, რაც მთავარია, ამ დაჭერებით უკვე დაიგვიანეს, დღეს მთელი საქართველო ფეხზე დგას, 4-ში გამოვა ყველა და ნახეთ, რა იქნება. დიდ შეცდომას დაუშვებენ მეც თუ დამიჭირეს და კიდევ სხვებსაც, იმიტომ რომ ამათ უმართავი ხალხი მშვიდობიანად ვერ დაასრულებს. ამიტომ, ჯობია ესენი გონზე მოვიდნენ, 4 ოქტომბერი კარგად ჩაგვატარებინონ, ეროვნული კრება კარგად ჩაგვატარებინო, სადაც ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო გვეკუთვნის ჩვენ და მშვიდობიანად გადმოვიბარებთ მთავრობას, გამორიცხულია ამათი აქ ყოფნა, - განაცხადა ბურჭულაძემ.